пятница, 28 марта 2014 г.

ტრენინგის შეფასება

         დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ტრენინგის გამართვისთვის.  უღრმესი მადლობა ტრენერს, ქლბატონ ქეთის ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისთვის.მისი წყალობით ძალზე გამიადვილდა ამ ტექნოლოგიების ათვისება.                                                                                                 ამ მოდულში შევიძინე ახალი ცოდნა თუ როგორ შევქმნა  ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები. ამ ცოდნას მე ინტენსიურად გამოვიყენებ სკოლაში მუშაობისას. ფაქტიურად ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ვეცდები ამ პროექტებით საინტერესო გავხადო მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესი. პროექტების საშუალებით მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაიზრდება სასწავლო პროცესში მათი  ჩართულობა. განუვითარდებათ  21-ე საუკუნის  სააზროვნო უნარები.  ეს კურსი მეც მომეხმარება კრედიტების მოპოვებაში.          

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.



ტრენინგის მე-9 დღე

1. პროექტის პორტფოლიოს გადახედვა;
    გადავხედეთ პორტფოლიოს, შევამოწმეთ მისი შემადგენლობა,განვიხილეთ რა  
    ხარვეზი ჰქონდა და როგორ უნდა გამოგვესწორებინა.
2.პიკასას ალბომის შექმნა;
    გავარკვიეთ რა დანიშნულება აქვს და როგორ გამოვიყენებთ პიკასას  
    ალბომს,ვისწავლე ალბომის შექმნა , ბლოგზე ატვირთვა. დასაწყისში პიკასას
    ალბომით ჩემს სერთიფიკატებს ავტვირთავ. შემდგომში  პროექტებზე  მუშაობისას
    გამოვიყენებ.
3.პროექტების პრეზენტაცია;
    გაიმართა პროექტების პრეზენტაცია. ბევრი  საინტერესო პროექტი ვიხილეთ.    
    ყველა  ძალიან საინტერესო იყო.
4.ტრენინგის შეფასება;
5.რეფლექსია ბლოგზე.






воскресенье, 23 марта 2014 г.

ტრენინგის მე-8 დღე

1მასალის გამეორება;
გადავხედეთ ტრენინგის მე-7 დღის მასალას.
2.ფასილიტაციის რესურსის შექმნა;
გავიგეთ,რომ ფასილიტაციის რესურსათ გამოგვადგება powerPoint-ში ან word-ში აკრეფილი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პროექტის ინსტრიქციები, აგრეთვე ხმის ჩამკწერი სტუდიები., სადაც ჩვენ თავად ჩავწერთ სასწავლო მასალას, მივცემთ მოსწავლეებს და ისინი თავად  შეიძენენ ცოდნას.
3.პორტფოლიოს გადახედვა-დახვეწა;
გადავხედეთ პორტფოლიოს, გავცხრილეთ არასასურველი მასალა, შევავსეთ მაკლოვანებები.
4. პორტფოლიოს ატვირთვა და ძირითად ბლოგზე მიბმა;
ვისწავლეთ გადასარევი რამ: პროექტის, ფაილების ატვირთვა,გაჯეტებით ჩასმა,გაჯეტებზე დამატება, ვებ.გვერდების დამატება.
5.რეფლექსია.
ხელახლა პრაქტიკაში გამოვიყენე რაც დღეს ტრენინგის მსვლელობისას ვისწავლე.

суббота, 22 марта 2014 г.

ტრენინგის მე-7 დღე

1. მასალის გამეორება;
ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ ,გავიხსენეთ განვლილი მასალა
2. განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლის  დავალება;
გავიგეთ თუ რა ტიპის დავალებები უნდა მივცეთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე  მოსწავლეებს,როგორ შევადგინოთ კითხვარები, სქემები.
3.პროექტის გეგმაზე მუშაობა;
 ვნახეთ ინტელის სასწავლო კურსში არსებული გეგმები, განვიხილეთ.  შევადგინეთ ჩვენი პროექტის გეგმა.
4. ბლოგის გვერდები;
ვისწავლეთ გვერდის გაჯეტების შექმნა, საიტების გაჯეტებად დამატება.ფაქტიურად უკვე შემიძლია ჩემი პორტფოლიოს აწყობა.ბლოგის გვარდის აწყობას ცემს მოსწავლეებსაც ვასწავლი მათთვის ეს სასარგებლო იქნება.
5. რეფლექსია 

воскресенье, 16 марта 2014 г.

ტრენინგის მე-6 დღე

1. მასალის გამეორება;
ტრენერმა   გადაგვამეორებინა წინა ტრენინგის მასალა.  ეს ძალზე სასარგებლოა რადგან სახლში ზოგჯერ არ გამოგვდის ის რასაც ტრენინგზე  ვაკეთებთ.
2.მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაციის შექმნა;
 შევქმენით მოსწავლის  პროექტის პრეზერნტაციის ნიმუში powerPoint-ში, ვისწავლეთ , სურათების, დიაგრამების ჩასმა რაც ძალიან საინტერესო იყო და რაც ძალიან გამომადგება.აუცილებლად ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს. ვისწავლე რა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს სლაიდების განლაგება
3.მოსწავლის ნამუშევრის შეფასება
ვნახე მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკები, და ვისწავლე ამ რუბრიკების შედგენა: ბლოგის რუბრიკა, გამოკითხვის რუბრიკა
4. კომენტარი ბლოგზე;
ძალიან საინტერესო იყო ბლოგზე მუშაობა, ვისწავლე ბლოგის შექმნა, დიზაინი, გაჯეტების ჩასმა და ა.შ.. ეს ყველაფერი ჰაერივით მჭირდებოდა ჩემი სამუშაოსთვის 
5.რეფლექსია.
ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგი, ახლიდან გადავიმეორეთ რაც ვისწავლეთ , ამით განვიმტკიცეთ ჩვენი ახლადშეძენილი  ცოდნა

суббота, 15 марта 2014 г.

ტრენინგის მე-5 დღე

1. მასალის გამეორება;
2. საავტორო უფლებები, საავტორო კვლევევბის შაბლონების გაცნობა;
გავიგე საავტორო უფლებების  შაბლონების შესახებ, როგორ უნდა შევავსო  , როგორ უნდა გადავიტანო  ინტერნეტ  მისამართები, ჩავწერო  გადატანილი მისამართის მოკლე აღწერა ეს ძალზე საინტერესო და საჭირო ცოდნაა ჩემთვის , რადგანაც პროექტებისთვის ხშირად მჭირდება ინფორმაციის ამოღება.
  ვისწავლე ბლოგის დიზაინის შეცვლა რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა , რაზეც ბევრს ვწვალობდი  
4. რეფლექსია.
 ვისწავლეთ გაჯეტების ჩასმა: ეგზიტპოლების,სურათების ჩასმა გაჯეტებად

воскресенье, 9 марта 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

1.მასალის გამეორება.
გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა.
2.შეფასების სხვადასხვა მეთოდები
გავეცანით პროექტის შეფასების  სხვადასხვა  მეთოდებს: პროექტის შეფასების გზამკვლევი, ბლოგის რუბრიკა, მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება,თანატოლთა შეფასების ფორმა.
3.დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა
4.პორტფოილიოს პრეზენტაცია.
შევადგინეთ პროექტის პრეზენტაცია powerPoint-ში, ვისწავლეთ მისი ატვირთვა ბლოგზე  და  პარამეტრების შეცვლა.
5 რეფლექსია
ტრენინგის ბოლოს ხელახლა გადავხედეთ  შესწავლილ მასალას




суббота, 8 марта 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

1. მასალის გამეორება
გავიმეორეთ ტრენინგის მეორე დღის მასალა
2.სტანდარტის დადგენა და სასწავლო მიზნის განსაზღვრა
ვიმუშავეთ პროექტზე. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით როგორ უნდა მოხდეს სტანდარტრის არჩევა. პროექტის მიზნების დადგენა.
3. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
 ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების ჩამოყალიბებაზე,   ინტელის სასწავლო კურსის სახელმძღვანელოზე, მივიღეთ რეკომენდაციები.
  ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე. ვისწავლეთ ბლოგის სურათის , ფონის,  პარამეტრების , თარიღის შეცვლა
4.რეფლექსია.
ტრენინგის ბოლოს  რაც ვისწავლეთ  იმის გამეორებისთვის    ვიმუშავეთ  ჩვენს პროექტზე.

воскресенье, 2 марта 2014 г.

ტრენინგის მეორე დღე

დღის განრიგი


1. მასალის გამეორება;
გავიხსენეთ ტრენინგის პირველ დღეს შესწავლილი მასალა.
2. საშინაო დავალების -პროექტის მიმოხილვა;
 შევარჩიეთ პროექტის  თემა.ყველა მონაწილემ ისაუბრა საკუთარ პროექტზე,შემდეგ ვისაუბრეთ თითოეული პროექტის პრობლემურ საკითხებზე.
3. პუბლიკაციის მოთხოვნების გაცნობა;
 გავეცანი პუბლიკაციებს. გავეცანით პუბლიკაციის არს,თუ რა როლს ასრულებს, რა დანიშნულება აქვს.
4.მზადება ბუკლეტის მომზადებისთვის;
word-ის ინსტრუმენტების გაცნობა.
გავეცანი ბუკლეტების ნიმუშებს,   ჩემთვის  ბევრი საინტერესო და  მნიშვნელოვანი  ინფორმაციის შემცველი  აღმოჩნდა.
5.ბუკლეტის მომზადება;
ვიმუშავე ტექსტურ რედაქტორში. ბუკლეტის მომზადებისას  გავეცანი ძალიან ბევრ  ჩემთვის ახალ word-ის ფუნქციას. ვისწავლე რამდენიმე გვერდიანი ბუკლეტის შექმნა, სურათების ჩასმა, მათი კორექტირება, ვისწავლე word-ში დაბეჭდილის  ბუკლეტის სურათად გარდაქმნა და შემდეგ  ბლოგში ატვირთვა. ძალიან საინტერესო იყო , ვისწავლე ფოლდერის დაპრესვა და მეილით გადაგზავნა.













6.რეფლექსია ბლოგზე.
ტრენინგის ბოლოს დამოუკიდებლად შევასრულეთ ყველა ის მანიპულაცია რაც ტრენინგის მსვლელობისას შევისწავლეთ.


суббота, 1 марта 2014 г.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის განრიგი


1. გაცნობა;
ტრენერთან უკვე დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს, რადგან  რა ცოდნაც მაქვს მიღებული ამ მიმართულებით  მისი დახმარებით შევიძინე.  გავეცანი  ტრენინგის  სხვა მონაწილეებს.   ვნახეთ  ინტელის მიერ შექმნილი ფილმი  "ხიდი  მომავლისკენ",რომელიც ძალიან მომეწონა
2.ტრენინგის მოლოდინებისა და მიზნების გსაზღვრანა;
ინტელის სასწავლო კურსი  მთავაზობს "პროექტების სწავლებას" რაც ჩემთვის ყველაზე საჭირო და ფასეულია, აგრეთვე ელექტრონული პორტფოლიოს შექმნას, ამიმაღლებს კვალიფიკაციას, გახდის ჩემს მუშაობას უფრო ეფექტურს
3.გზამკვლევის გაცვნობა;
გავარჩიეთ  ინტელის კურსის  შინაარსი,პროექტების გეგმის ნიმუშები,ვნახეთ ტექსტის მონიშვნა და მონიშნული ტექსტის შენახვა
4.პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა;
შევქმენით  დექსტოპზე  6  საქაღალდე, გავეცანი მათ დანიშნულებას, დავარქვით სახელები და ინფორმაცია შევინახეთ ამ  საქაღალდეებში.
5. XXI  საუკუნის უნარ-ჩვევების , პროექტის მახასიათებლების  ჩეკლისტის,პორტფოლიოს  ჩეკლისტის  გაცნობა;
6. პროექტის გეგმების გადახედვა;
გავეცანით პროექტის შაბლონს, გავეცანით ბლოგების ნიმუშებს.
7.ბლოგის შექმნა;
შევქმენით ახალი ბლოგი სადაც განვათავსებ  ინტელის სასწავლო კურსის ყოველდღიურ ანგარიშს, ასევე შევქმენი ბლოგი სადაც განვათავსებ ჩემს პროექტებს .  გავეცანით ბლოგის ინსტრუმენტებს და ვისწავლე მათთან მუშაობა
8.რეფლექსია ბლოგზე
 ტრენინგის პირველი მოდული იყო ძალიან საინტერესო  და ნაყოფიერი. ტრენინგის ბოლოს განვიმტკიცეთ ცოდნა, ხელახლა გავიმეორეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ახალი მასალა  რაც ძალიან სასარგებლო იყო.