суббота, 1 марта 2014 г.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის განრიგი


1. გაცნობა;
ტრენერთან უკვე დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს, რადგან  რა ცოდნაც მაქვს მიღებული ამ მიმართულებით  მისი დახმარებით შევიძინე.  გავეცანი  ტრენინგის  სხვა მონაწილეებს.   ვნახეთ  ინტელის მიერ შექმნილი ფილმი  "ხიდი  მომავლისკენ",რომელიც ძალიან მომეწონა
2.ტრენინგის მოლოდინებისა და მიზნების გსაზღვრანა;
ინტელის სასწავლო კურსი  მთავაზობს "პროექტების სწავლებას" რაც ჩემთვის ყველაზე საჭირო და ფასეულია, აგრეთვე ელექტრონული პორტფოლიოს შექმნას, ამიმაღლებს კვალიფიკაციას, გახდის ჩემს მუშაობას უფრო ეფექტურს
3.გზამკვლევის გაცვნობა;
გავარჩიეთ  ინტელის კურსის  შინაარსი,პროექტების გეგმის ნიმუშები,ვნახეთ ტექსტის მონიშვნა და მონიშნული ტექსტის შენახვა
4.პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა;
შევქმენით  დექსტოპზე  6  საქაღალდე, გავეცანი მათ დანიშნულებას, დავარქვით სახელები და ინფორმაცია შევინახეთ ამ  საქაღალდეებში.
5. XXI  საუკუნის უნარ-ჩვევების , პროექტის მახასიათებლების  ჩეკლისტის,პორტფოლიოს  ჩეკლისტის  გაცნობა;
6. პროექტის გეგმების გადახედვა;
გავეცანით პროექტის შაბლონს, გავეცანით ბლოგების ნიმუშებს.
7.ბლოგის შექმნა;
შევქმენით ახალი ბლოგი სადაც განვათავსებ  ინტელის სასწავლო კურსის ყოველდღიურ ანგარიშს, ასევე შევქმენი ბლოგი სადაც განვათავსებ ჩემს პროექტებს .  გავეცანით ბლოგის ინსტრუმენტებს და ვისწავლე მათთან მუშაობა
8.რეფლექსია ბლოგზე
 ტრენინგის პირველი მოდული იყო ძალიან საინტერესო  და ნაყოფიერი. ტრენინგის ბოლოს განვიმტკიცეთ ცოდნა, ხელახლა გავიმეორეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ახალი მასალა  რაც ძალიან სასარგებლო იყო.

Комментариев нет:

Отправить комментарий